კახა კალაძე - ზოგიერთმა ევროპელმა ბიუროკრატმა კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს

ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს - რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კალაძის თქმით, „ჯანსაღი კრიტიკა, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს“.

„ჯანსაღი კრიტიკა, ზოგადად, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავიაო. ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილის წამებაზე, შანტაჟზე. პირდაპირ მცდელობები კონკრეტული ფაქტებით, მაგალითებით, რომ თუნდაც არჩევნების დროს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ჩაერიო სხვა ქვეყნის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, საქართველო მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ რაღაც მითითებები მოგვცეს, ბრძანებები გასცეს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ ბიუროკრატს აქვს, რომ რაღაცას იტყვის სისულელეა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ და ეს არის თურმე სრული ეჭეშმარიტება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებოს, ვინც არ უნდა იყოს, პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, სახეზე არის „ორმაგი სტანდარტი“.

„სახეზე გვაქვს, ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტი და ეს არახალია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, პირდაპირ ხდებოდა ძალადობის წახალისება. ხდებოდა და ხდება პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს არის რეალობა, რომ ამაში ჩართულია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები და თუნდაც ელჩები, თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა",- აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი