კახა კალაძე - არ აწყობთ ის რეალობა და მოცემულობა, რაც გვაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ემსახურებოდა საქართველოში გარედან შემოსული თანხები

არ აწყობთ ის რეალობა და მოცემულობა, რაც გვაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ემსახურებოდა საქართველოში გარედან შემოსული თანხები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა საზოგადოებას და ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება.

„მათ არ აწყობთ ის რეალობა და მოცემულობა, რაც გვაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ემსახურებოდა საქართველოში გარედან შემოსული თანხები.

რაღაც ერთ კონკრეტულ პოზიტიურ პროექტს განახორციელებდნენ, რაც ერთგვარი ნიღაბი იყო იმ ქმედებებისა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტრენინგებს, რევოლუციების მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როდესაც იყო რევოლუციის მოწყობისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამის ერთგვარი ტრენინგებიც კი ტარდებოდა, რომელიც შეფუთული იყო. მახსოვს, მაგალითად, „კანვასის“ ტრენინგები, რომელიც შეფუთული იყო იმით, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებდნენ, რეალურად კი, ვნახეთ ჩანაწერებით, თუ რას ემსახურებოდა ეს შეხვედრები - როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, როგორ განხორციელდა მაიდანი და ა.შ.

სწორედ, ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას და ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოდის აღნიშნული თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი