ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს - „საქართველოს ბანკი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენისა და მათი დაფასებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა - წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს.

გამორჩეულ მასწავლებლებთან დაკავშირებული მოგონებების გასაცოცხლებლად და გასახსენებლად, საქართველოს ბანკი კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ისტორია ვებგვერდზე mastsavlebeli.bog.ge გააზიაროს.

პლატფორმაზე უკვე შემოვიდა 1000-მდე ისტორია:

ჩემი საყვარელი მასწავლებელი თამარი ქართულს გვასწავლის. ის არ არის მხოლოდ მასწავლებელი. ის არის ჩვენი მეგზური სიტყვებისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. როდესაც კლასში შემოდის, მთელი ოთახი თითქოს ნათდება. მისი ხმა მშვიდია და თბილი. თამარ მასწავლებელი ძალიან კეთილია. არასდროს გაგვიბრაზდება უსამართლოდ და ყოველთვის ცდილობს, გაგვიგოს. როცა ვინმეს რამე გაუჭირდება, გვერდით დაუდგება და ისე აუხსნის, რომ ყველაზე რთული საკითხიც მარტივი ხდება. ის გვასწავლის, რომ სიტყვებს ძალა აქვს, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ თავაზიანები და დავაფასოთ ერთმანეთი“.

დათიამ ქალაქი მიატოვა, სოფელში დაბრუნდა და მწყემსობა დაიწყო. როცა დანგრეული ბიბლიოთეკა იპოვა, ღამ-ღამობით ჩუმად ძვრებოდა ღობეზე, ტომრებით გამოჰქონდა წიგნები და განადგურებისგან იცავდა, მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ბავშვები წიგნთან მიიყვანა, ბიბლიოთეკა აქცია სიცოცხლის და სიყვარულის სივრცედ. მერე დაწყო მასწავლებლობა, სიყვარული, სითბო და სწორი ღირებულებები სასკოლო ოთახშიც შეიტანა და ბავშვების უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა. დათია მწერალია, მისი მოთხრობები ზუსტად ისეთი გამჭვირვალე, ადამიანური და გულწრფელია, როგორიც თვითონ.

თქვენც მოგვიყევით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და წარუშლელი მოგონებები დაგიტოვათ.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორიგუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერისაქართველოს ბანკი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო