სალომე ზურაბიშვილი - პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ

ამ რეჟიმის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია - ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე, ამ ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს, მივცეთ ის გამარჯვება, რაც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე - პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც შიგნიდან, ისე გარედან „გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე“.

„საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ არის, რომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით. შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელია. ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა