თენგიზ შარმანაშვილი - ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობაა, უნდა იზრუნოს, რომ ეს აღმოიფხვრას - სამწუხაროდ, ქალბატონმა დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა

ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობაა, მან უნდა იზრუნოს, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას და სხვა ხარისხში გადავიდეს ურთიერთობები. სამწუხაროდ, ქალბატონმა დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დანიგანმა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება არ დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„პირველ რიგში, ჩემ კოლეგას - ელჩს სასიამოვნო პენსიას და მომავალში მისი გეგმების განხორციელებას ვუსურვებ. მაგრამ ელჩის მთავარი მოვალეობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაა და თუ რამე გაუგებრობაა, მან უნდა იზრუნოს, რომ ეს გაუგებრობები აღმოიფხვრას და სხვა ხარისხში გადავიდეს ურთიერთობები. სამწუხაროდ, ქალბატონმა დანიგანმა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ვერ გამოიყენა. მან აქტიური ელჩის შთაბეჭდილება არ დატოვა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ბოლოს, საერთოდ გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილის არ გამოქვეყნება, რომელიც თვითონვე გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს ხომ ამ დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ იყო მიმართული? ამიტომ, გულდასაწყვეტია და არ არის მისასალმებელი, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ტოვებს ამ ყველაფერს”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, დანიგანს გამოყოლილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის დავალება და დღემდე მაგ ხაზს ასრულებდა“.

„ელჩი ამ ურთიერთობებში მხოლოდ პირად აზრს არ გამოხატავს. ერთი ელჩი მეორისგან იმით განსხვავდება რამდენად შემართებით აკეთებს იმ დავალებას, რომელიც თავისი ხელისუფლებისგან აქვს მიღებული. ფაქტი იყო ასეთი, რომ მას გამოყოლილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის დავალება და როგორც ჩანს, დღემდე მაგ ხაზს ასრულებდა - სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ უნდა დაინიშნოს ის ადამიანი, რომელიც ახალ ხაზს გაატარებს საქართველოსთან ურთიერთობებში.

ფაქტი ერთია - თუ ასე იქცევი და შენი ხელისუფლება არაფერს გეუბნება - ერთხელ თუ მოიქეცი და შეცდომა დაუშვი, შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებიდან მიგითითებენ, რომ მეორედ ასე არ გააკეთო, მაგრამ როცა თვეების განმავლობაში ამას აკეთებ და მიმთითებელი არავინ გყავს, მაშინ შეგიძლია დაასკვნა, რომ ეს დავალება იქიდან არის მიღებული. როგორც ჩანს, ეს დავალება ახალი ადმინისტრაციისგან ასე მთლად არ ჰქონდა მიღებული და ძველი დავალების შესაბამისად მოქმედებდა - ანუ თეორიულად, შეიძლება „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ ყოფილიყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო