გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს, 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში - სტალინის, რუსთაველის, აღმაშენებლის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, კოჭობა, ბოდორნას აგარაკი, ბაზალეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ფატმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 11:02 საათამდე და 16:58-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანი, ფრეზეთი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება