უკრაინამ ბრიანსკში სამიზნეებს დაარტყა, განადგურებულია “ისკანდერის” სისტემები

უკრაინამ რამდენიმე “ისკანდერ” სარაკეტო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.

რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.

ეფექტიანი დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.

დარტყმის შედეგები დგინდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს