„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

6 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 6 ივნისს ღამის 23:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 6 ივნისს ღამის 23:00 საათიდან 7 ივნისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილი ზემო პლატოს, ორხევის, თეთრიხევის, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოსა და ვარკეთილის მეურნეობის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ჯავახეთის II შესახვევს, ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, ამილახვარის, აბაშვილისა და ბრილების ქუჩებს; კალოუბნის N2-20, N32-36, N38, თვალჭრელიძის ქუჩის N2 და I შესახვევს; ლილოს დასახლების I, II მიკრო რაიონებს, I, IV და V კვარტლებს, II კვარტლის N1-8, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის ქუჩებს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოსა და მეკოკიშვილის ქუჩებს;

სოფლებს: დიდი ლილოს, გამარჯვებას, წინუბანს და ნასაგურს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო