ანონსი  6 ივნისი

6 ივნისს, 10:00 საათზე, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)

6 ივნისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

6 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

6 ივნისს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თემურ ქათამაძის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას დაესწრება თემურ ქათამაძის მეუღლე, ნინო კაკულია.

თემა: ორგანიზაცია საზოგადოებას გააცნობს საქმეში ახლად გამოვლენილ გარემოებებსა და მიმდინარე სასამართლო პროცესების შედეგებს. ასევე წარდგენილი იქნება ინფორმაცია თემურ ქათამაძის შესაძლო გაძევებასთან დაკავშირებულ ვადებზე, სამართლებრივ პროცედურებსა და არსებულ რისკებზე.

მის: ირაკლი აბაშიძის ქ.N14ბ (სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი)

საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 11 44 72

6 ივნისს, 11:0 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი გაიმართება

6 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნება.

გახსნის ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელიც პირადად გაეცნობა ფილიალის რეაბილიტაციისთვის გაწეულ სამუშაოებს.

მის: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის ქ. N37

საკონტაქტო: ია ვეკუა, 599 51 67 07

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება