ნაჩო სანჩეს ამორი - სანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით: როგორ შეუძლიათ ამ სიიდან გასვლა - „რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?“

დასანქცირებულები ურეკავენ ევროკავშირს კითხვებით: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, ბერკეტი არის პერსონალური სანქციები.

“ქართული ოცნება" დეტალურად მიყვება ავტორიტარული მმართველების სახელმძღვანელოს, შეიძლება რაიმე ინოვაციებით, მაგრამ სიგიჟეა იმის დანახვა, როგორ შეიძლება, რამდენიმე თვეში ქვეყანა ასეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, როდესაც ჰორიზონტი [საარჩევნო] კამპანიის დროს დაისახა.

“ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ისინი ოპოზიციას აუქმებენ. ისინი არ ამბობენ, რომ ერთპარტიული მმართველობა აქვთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ ამას აკეთებენ - კანონების, პრაქტიკისა და ნარატივების მხრივ…

ისინი იზოლირებულები არიან და დარწმუნებულები იყავით, რომ ერთნაირი მესიჯი მოგვდის, საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის კოლეგებისგან, ერთნაირი მესიჯი მოგვდის - ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია, პერსონალური სანქციებია.

ერთადერთი, რაზეც რეაგირება მოახდინეს, ხალხს ურეკავენ: “რა დაემართა ჩემს აქტივებს, ჩემს სახლს ესპანეთში, ჩემს შვილს, რომელიც ბელგიაში სწავლობს?”...

და ეს [დასანქცირებული] ხალხი ურეკავს ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვით, თუ როგორ შეუძლიათ ამ [დასანქცირებულთა] სიიდან გასვლა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს