დონალდ ტრამპი - როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას

როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, ვინაიდან ამაზე საუბრები კვირები და თვეებია მიმდინარეობს, და არაფერი ხდება.

“როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, რომ ეს არ შეჩერდება… და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც [მერცი] იმავეს იზამთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით. და ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, სიმართლე რომ გითხრათ. ორია საჭირო ტანგოსთვის. მაგრამ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, იქნება ეს რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით”, - განაცხადა ტრამპმა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ასევე “დაუყოვნებლივი მშვიდობის” შესაძლებლობის შესახებაც ჰკითხა.

“გარკვეული დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან [პუტინი] დაარტყა და იმათაც [უკრაინელებმა] ძალიან ძლიერად დაარტყეს. შორს შეაღწიეს რუსეთში. და მან [პუტინმა] მითხრა და ძალიან ნათელი გახადა: “აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა” და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. არ მომწონს ეს. ვუთხარი: “არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს”, მაგრამ, კიდევ ერთხელ, დიდი სიძულვილია [რუსეთსა და უკრაინას შორის],” - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, “საბოლოო ვადა” მას ტვინში აქვს.

ასევე, ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, გააგრძელებს თუ არა ის უკრაინის მხარდაჭერას.

“გვერდში ვუდგავარ უკრაინას. ცოტა ხნის წინ მოვაწერეთ ხელი დიდ შეთანხმებას იშვიათი მინერალების შესახებ უკრაინასთან. მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას, ნამდვილად, ამას ვუჭერ მხარს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია