გიორგი სიორიძე - თბილისის დათმობა ბრძოლის გარეშე კახა კალაძისთვის, საჩუქარი იქნებოდა, გვინდა, სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინება იყოს მაგიდაზე პარტნიორებთან, ავწონ-დავწონოთ და ავირჩიოთ ერთი ან მეორე გზა - ბოიკოტსაც განვიხილავთ

ბოიკოტი არ შეიძლება იყოს თვითონ მიზანი, ბოიკოტს შედეგი უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს, რადგან „არსებობს ამის სასარგებლო არგუმენტები“.

„ახლა მომწიფებულად ჩავთვალეთ დრო იმისთვის, რომ განვიხილოთ ორი ვარიანტი: ერთი ვარიანტია არჩევნების ბოიკოტი, მაგრამ არჩევნების ბოიკოტი არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ბოიკოტს შედეგი უნდა ჰქონდეს. შედეგამდე მისაღწევი რა განვითარება, რა სცენარი მოჰყვება, ეს განვიხილოთ, რომელიც ჩვენ მოგვისმენია და პატივს ვცემთ, მაგრამ მეორე გზას, არა ბოიკოტს და მასში მონაწილეობას, ოღონდ ასევე ოპოზიციის ერთიანობის პირობებში, განვიხილავთ იმიტომ, რომ არსებობს ამის სასარგებლო არგუმენტებიც. მეორე აზრსაც, მეორე სცენარსაც შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძის განცხადებით, თბილისის მერობის უბრძოლველად დათმობა კახა კალაძისთვის ალბათ „საჩუქარი იქნებოდა, რომელიც მას ძალიან გაახარებდა“.

კახა კალაძეს ალბათ ყველაზე მეტად ესიამოვნებოდა, რომ უბრძოლველად და უპრობლემოდ მოიპოვოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მანდატი. თუ ოპოზიციური პარტიები პასიურ მდგომარეობაში იქნებიან, მას საერთოდ არც დასჭირდება გაყალბება და შეეცდება, რომ ლეგიტიმაციის საბურველი მისცეს თავის მანდატს. საუბარია თბილისზე, სადაც „ქართულმა ოცნება“ რეალურად წააგო, არა მხოლოდ თავისი პროცენტის გათვალისწინებით, 40% რომ მიიღო, არამედ იმ შედეგითაც ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის ჯამი საგრძნობლად აღემატებოდა „ქართული ოცნების“ შედეგს. ბრძოლის გარეშე მისთვის დათმობა, რა თქმა უნდა, იქნებოდა საჩუქარი მისთვის, რაც, ალბათ, ძალიან გაახარებდა და სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინება გვინდა იყოს მაგიდაზე პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რომლითაც შეიძლება ავწონ-დავწონოთ და ავირჩიოთ ან ერთი გზა, ან მეორე გზა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოიკოტის გზასაც განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი