7 ივნისს, იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის განკუთვნილი წიგნის - „მერლინი, პატარა კატისებრთა ოჯახიდან“, პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, 7 ივნისს, იშვიათი დაავადებების მქონე პატარებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის განკუთვნილი წიგნის - „მერლინი, პატარა კატისებრთა ოჯახიდან“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში მოთხრობილია რთული დიაგნოსტიკური ოდისეა, რომელსაც გადის ყველა იშვიათი დაავადებების მქონე ოჯახი. წიგნი მოგვითხრობს დედა ლომისა და მისი ყველასგან განსხვავებული ბოკვრის, მერლინის ისტორიას.

წიგნი თარგმნილია ინგლისური ენიდან და განკუთვნილია იშვიათი დაავადების მქონე 3-დან 10 წლამდე პაციენტებისთვის. იგი ერთგვარი გზამკვლევია მშობლებისთვისაც, რათა გაუადვილდეთ შვილებისთვის იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს იშვიათ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.

ღონისძიება გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის ( geRad) ეგიდით, ორგანიზაცია „საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსისა“ (GARD) და ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მასში მონაწილე იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, რომელსაც პატარებისთვის საყვარელი პედაგოგი, გიორგი ლიპარიშვილი წარუძღვება.

ღონისძიების სოციალური მხარდამჭერია კომპანია „ნატახტარი“ და წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!