ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად გვესმის სხვადასხვა კრიპტო ტერმინი, იქნება ეს ბიტკოინი, ბლოკჩეინი, ციფრული ვალუტა თუ ა.შ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის კრიპტო აქტივები და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია კვლავაც შორეულ სფეროდ რჩება.
თუმცა, ეს ყველაფერი Cryptal-ის დამსახურებით უკვე იცვლება - კრიპტო ასე ხელმისაწვდომი აქამდე არასდროს ყოფილა!
მომხმარებლებს თავიანთი ბალანსის შევსება და შემდგომ სასურველი კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულის გამოყენებით შეუძლიათ. ანგარიშზე ლარის შეტანა კი, მარტივად, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ფიზიკური ფილიალების დახმარებით არის შესაძლებელი.
ამაში კი, კრიპტოს შეძენის მსურველებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში განთავსებული 10,000-ზე მეტი განსხვავებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაეხმარება - TBC Pay, BOG Pay, LB Pay (ლიბერთი ბანკი) და PayBox.
დამატებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი Cryptal-ის ბალანსი ნაღდი ფულის დახმარებით, CreditService+-ის ფიზიკური ფილიალებიდან შეავსონ. მათ, ვისაც ფულის შეტანისა და გამოტანისას აპარატის გამოყენებას ადამიანთან ურთიერთობა ურჩევნია, CreditService+-ის 50-ზე მეტი ფილიალი მოემსახურებათ.
რა დამჭირდება ბალანსის შესავსებად?
იმისათვის, რომ მომხმარებელმა Cryptal-ის ანგარიშზე თანხის შეტანა შეძლოს საჭიროა:
სულ ეს არის, კრიპტო პლატფორმაზე შეტანილი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე მყისიერად აისახება, ყოველგვარი ზედმეტი ნაბიჯებისა და დაბრკოლებების გარეშე.
რა უპირატესობები აქვს?
როგორ შევავსო Cryptal-ის ბალანსი?
თუ მომხმარებელს სურს, რომ საკუთარ ანგარიშზე თანხა CreditService+-ის ფიზიკური ფილიალების დახმარებით შეიტანოს, მაშინ საჭიროა:
დანარჩენზე კი, ოპერატორი იზრუნებს, რომელიც მომხმარებელს ანგარიშზე სასურველი თანხის შეტანაში დაეხმარება. სერვისცენტრები განთავსებულია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.
ხოლო თუ კრიპტოს ყიდვის მსურველს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენება სურს, მაშინ საჭიროა:
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სხვადასხვა სწრაფი გადახდის აპარატს შესაძლოა მცირედით განსხვავებული ეტაპები ჰქონდეს, თუმცა პროცესი ყველასთვის მარტივია, ვისაც ჩასარიცხი აპარატის სერვისი ერთხელ მაინც გამოუყენებია.
გარდა ამისა, შესაძლებელია რომ თანხის შეტანაზე სხვადასხვა აპარატს განსხვავებული საკომისიოები ჰქონდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ამას ყურადღება მიაქციოს.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"