პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“, ფარგლებში ყვარლისა და თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ყვარლისა და თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაჯილდოების ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

„ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ყვარლისა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს