„საქართველოს ბანკსა“ და TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს აგრო სექტორის ხელშეწყობას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკსა და აგროტექნოლოგიურ პლატფორმა TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. TelAgri ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ხოლო თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს აგრო სექტორის განვითარებას ინდუსტრიული კვლევების, ერთობლივი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავების გზით.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:

  • ინდუსტრიული კვლევები და ანალიზი: წლიური/კვარტალური შეჯამება და პროგნოზირება, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, საერთაშორისო ბაზრებისა და მოხმარების ანალიზი, აგრონომიული, აგროტექნიკური და სხვა რელევანტური მიმართულებების ანალიზი და სხვა.
  • მრავალწლოვანი კულტურების პორტფელის გაჯანსაღება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მეწარმეებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება სპეციალური პირობებით, კალკულაციებისა და პროგნოზების ერთობლივად შემუშავება, პროექტების ანალიზი, სავეგეტაციო და აგროტექნიკური ფაზების იდენტიფიკაცია და სახელმძღვანელოების შემუშავება, პროექტების მონიტორინგი და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
  • საჯარო თანამშრომლობა: ერთობლივი ინდუსტრიული აქტივობების განხორციელება (შეხვედრები, საველე ვიზიტები, ტრეინინგები და სხვა).

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, - აცხადებს ნინო აფციაური, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

„ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდის — როგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის.

ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებს — მიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება