კახა კალაძე თანამდებობიდან რობინ დანიგანის წასვლაზე - საოცარი წასვლა იყო, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს

საოცარი წასვლა იყო, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ განცხადებას.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება.

„ელჩის წასვლა, ცოტა საოცარი წასვლა იყო. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს ყველაფერი კი ორმხრივი უნდა იყოს.

ამ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ხელს უშლიდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არასწორი ინფორმაციები ადმინისტრაციისთვის მიეწოდებინათ, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი პრიორიტეტები მიზნად დასახული აქვს - „დიფ სთეითის“ დამარცხება, ომის დასრულება, რასაც ჩვენ მივესალმებით და დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ“, - განაცხადა კახა კალაძე.

გარდა ამისა, „ქართულ ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, ცალკეული დიპლომატების და ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა დღესაც გრძელდება.

„ეს ყველაფერი ნაწილია იმისა, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით - რამდენჯერმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, არსებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩვეულებრივი თანამონაწილეები არიან ამ პროცესის, თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით. გაიხსენეთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ისინი გამოდიოდნენ და პოლიტიკური განცხადებებს აკეთებდნენ. პირდაპირ ჰქონდათ მცდელობა ჩარეულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ ელჩებს. ნახეთ, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი - რას კადრულობს, რა განცხადებებს აკეთებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ, სიცრუეზეა დაფუძნებული და საზოგადოება ამას ხედავს“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე საქართველოში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც 2012 წლამდე იყო.

„საზოგადოება ყველაფერს ხედავს. დღეს არ არის ის მოცემულობა, რაც 2012 წლამდე იყო, როდესაც ერთ ადამიანს ყველა მედიასაშუალება ჯიბეში ედო და საზოგადოებას სწორი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს, მედია აბსოლუტურად თავისუფალია, არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა სწორი ინფორმაცია ყველა საკითხზე მიიღონ“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი