ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება

ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური პროექტია.

„რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად ახლდება 3 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 1.5 კმ-მდე სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახლად მოწყობილ ქსელებზე 62 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 5 სახანძრო ჰიდრანტი, 57 საკვანძო ჭა მოეწყობა. პარალელურად წყალარინების ქსელზე 39 ახალი წყალარინების ჭა დამონტაჟდება.

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტი მაისის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდება, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შედეგად ჭავჭავაძის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

როგორც „ჯივიპის“ ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე აღნიშნავს, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები აქტიურად გრძელდება.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, სადაც ახლა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია ჯამში 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება 5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. შედეგად კომპანიის 3000-მდე აბონენტს გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი“,- აღნიშნავს გიგა ნადირაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება