მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 3 100 მეტრის სიგრძის ქუჩაზე უკვე განახლდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პირველ რიგში, ქუჩაზე ამორტიზებული კომუნიკაციები შეიცვალა. ამ მხრივ, უმძიმესი მდგომარეობა იყო. ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ, იმდენად დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე სრულად განახლებულია და მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულებას, დაახლოებით, ორი კვირა სჭირდება. გზის 800-მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი, სადაც ასფალტის საფარის ბოლო ფენები იგება. შემდეგ დახაზვის სამუშაოები განხორციელდება. გარდა ამისა, პარალელურად, კეთილმოეწყობა და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორიები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.

„კერძოდ, გზის პირას არსებულ თარგებში შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიყარა 12 კუბური მეტრი მულჩი.

გარდა ამისა, 24 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს გახოკიძის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, დემონტაჟი უტარდება ავტოფარეხებს. ასევე, განახლდება საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა საბავშვო და ფიტნეს ზონები, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და სასმელი წყლის შადრევნები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გახოკიძის ქუჩაზე დაიხაზება საგზაო მონიშვნები, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები და ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება