ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით - თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ომის პირველივე წუთიდან ისინი ქალაქებსა და სოფლებს ურტყამენ სიცოცხლის გასანადგურებლად, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ თავდასხმას.

„რუსეთი ხაზს არ იცვლის - კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა ქალაქებსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. მათ მიზანში თითქმის მთელი უკრაინა ამოიღეს - ვოლინის, ლვოვის, ტერნოპოლის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები. ზოგიერთი რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელ თავდასხმაში, საერთო ჯამში, 400-ზე მეტი დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. 49 ადამიანი დაიჭრა. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების სამი გარდაცვალების ფაქტი - ყველა მათგანი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი იყო.

„ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა. მაგრამ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლიათ ერთად შეაჩერონ ეს ომი რუსეთზე ზეწოლით. თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად - ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა. გადამწყვეტად უნდა ვიმოქმედოთ“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს