ბადრი ჯაფარიძე - ხელისუფლებისგან ყველა რეპრესიულ ზომას ველოდებით, მათგან გასაკვირი არაფერია - ჩვენი მკაფიო პასუხია, რომ ვერანაირი დაშინება, რეპრესიები, ციხეში გამომწყვდევა ვერ გააჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას

ამ ხელისუფლებისგან ჩვენ ველოდებით ყველა რეპრესიულ ზომას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავლისთვის, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ელოდება თუ არა დაკავებას დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის საქმეზე.

ბარდი ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში არსებული კომისია არის „ფეიკი“ და მისი ამოცანაც სხვაგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსების დევნაა.

„მთავარი, რაც უკვე გააფუჭა სასამართლომ, ამორიცხა ის მოწმეები, რომლებიც აუცილებელი იყო გამოცხადებულიყვნენ ამ სასამართლო განხილვაზე, წულუკიანი და მისი ე.წ. კომისიის, „ქართული ოცნების“ წევრები. დარჩათ მარტო კურიერი, მგონი, ვისაც უნდა მოეტანა ეს მოსაწვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ფეხქვეშ გათელვა, კანონზე დაცინვა და ამ პროცესს ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ეს ე.წ. კომისია არის პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტი, რომელიც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე არის შექმნილი, არის სრული „ფეიკი“ და რომლის ამოცანაა, სხვაგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსების დევნა და ამ დევნას ვაკვირდებით ახლა ჩვენ.

ამ ხელისუფლებისგან ჩვენ ველოდებით ყველა რეპრესიულ ზომას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავლისთვის. ცხადია, ეს რეპრესიები ჩვენ ვერ და არ გაგვაჩერებს. ჩვენი მხრიდან მკაფიო პასუხი ის არის, რომ ვერანაირი დაშინება, რეპრესიები, ციხეში გამომწყვდევა ვერ გააჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისი ქვეყნის ხელში დასაბრუნებლად, თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს რეპრესიები წინააღმდეგობას მხოლოდ გააძლიერებს ქართველი ხალხის მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო