გია ვოლსკი რობინ დანიგანზე - როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელსაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს

როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე პენსიაზე არ გადიან - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ იმ პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა, რომელსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს, ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც აისახა.

„ამ წასვლას წინ უძღოდა გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ხელისუფლების მიმართაც, რომელიც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მართვის სათავეში. არ შეიძლება, დაუშვებელია, რომ ელჩი არ აქვეყნებდეს იმ განცხადებას, წერილს, მიმართვას და სპეკულაციებისთვის ქმნიდეს წინაპირობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სულ მცირე, იგი თვითონ არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, იმ მიმართულებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. მისი გადადგომაც, რასაკვირველია, უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან დროზე ადრე პენსიაზე ელჩები, როგორც წესი, არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. თუმცა ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, აისახა ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც. ყოველ შემთხვევაში სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი