პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველ სითხეს და „კოკაინს“ ფხვნილის სახით. ასევე, უკანონოდ მოჰყავდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწოდნენ. ბრალდებულები თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ახდენდნენ „თხევადი კოკაინის“ კუსტარული წესით დაკრისტალებას, აგრეთვე „მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ.

“გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ელექტრო სასწორები და სხვა ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება დამატებით 265-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება), რაც სასჯელის სახით 6-დან 12 წლამდე თ/აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის