ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი - პირი, რომელმაც მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი - მოწვევაზე კომისიის წერილობითი გადაწყვეტილება საქმეში არ არის, ამის გარეშე კი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ორი მოწმე დაიკითხა.

„დღეს ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის თანამშრომელი, რომელმაც გამოაგზავნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრის ჯაფარიძესთან შესაბამისი მოწვევა, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი და ეს თვითონ დაადასტურა, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის თანამშრომელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და უცნაური გარემოებაა. სინამდვილეში, გაუგებარია თავისი პირადი გადაწყვეტილებით რატომ შეატყობინა სიგნალის მეშვეობით, ეს ვერ ახსნა, იმიტომ, რომ დებულება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. მან ვერ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც დებულების მიხედვით ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი საქმეში არაა. ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. ბრალის ფორმულირება არის შემდეგი - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კომისიის მოთხოვნა რომ კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე. კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. ესეც არ გვაქვს. გამოძიება უნდა შესულიყო იმის გარკვევაში რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილებები ანუ ეხებოდა დაბარების აუცილებლობა და კომისიის გადაწყვეტილება ერთმანეთს. არცერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. აქ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს“, - ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო