აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი - რუსეთთან ურთიერთობის მაღალი დონე აფხაზეთის მდგრადი განვითარებისთვის პირობებს ქმნის

მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის მაღალი დონე ქმნის პირობებს აფხაზეთის მდგრადი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ურთიერთქმედების ძალიან მაღალი დონე. ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის უკვე ორი სრულფასოვანი შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ასეთი დონე დამატებით იმპულსს აძლევს ჩვენს ურთიერთობებს და ქმნის პირობებს აფხაზეთის რესპუბლიკის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა მან.

ბარციცის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობა „გლობალური და ყოვლისმომცველი ხასიათისაა“.

„დღეს ამას დამატებითი იმპულსი მიეცა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ინტენსიური ხდება პროცესები თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში“, - აღნიშნა ბარციცმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს