სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები წარმოადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებსა თუ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა და დევნილთა განსახლების პრობლემები.

ინფორმაციის თანახმად, ვრცლად ისაუბრა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ უფლებადარღვევებთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს.

„ასევე, განიხილა პენიტენციურ დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოკვეთილი პრობლემები; ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული და შშმ პირთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გაჭიანურებულ პროცესზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, ბავშვთა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების პრევენციაზე.

ცალკე გამოყო წყალზე უფლების რეალიზაციის საკითხი, ჯანმრთელობის, შრომის და ღირსეული ანაზღაურების უფლებების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ცვლილებები; ასევე, საკუთრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზები.

ისაუბრა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე; სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის დაცვის საკითხებზე. მოკლედ მიმოიხილა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე. “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის