„გახარია საქართველოსთვის“ – სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი

სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ფეისბუქზე“ წერს.

პარტიის განმარტებით, განათლების სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ საჯარო საჯარო მოხელეების დასჯას, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულნი არიან.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად უქმდება ინკლუზიური განვითარების სამმართველო და სკოლამდელი განათლების სამმართველო. ეს რეორგანიზაცია და მანამდე სამინისტროში მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვინც შეიმუშავა ან/და ხელი მოაწერა პეტიციას მოხელეთა ერთგულების გამოხატვაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი. ამ ორი სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმება (ტექნიკურად სხვა სამმართველოებთან გაერთიანება) ემსახურებოდა კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ ადამიანების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციასა და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი.

განათლების სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი გუნდი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიაწვდის“- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის