ლეონიდ სლუცკი - მერცი მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების ჯოჯოხეთში გაუშვას - ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელიც ბრმად უჭერს მხარს ნაციზმის აღორძინებას უკრაინაში, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების „ჯოჯოხეთში“ გაუშვას, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

„მერცი, უკრაინაში ნაციზმის აღორძინების ბრმა მხარდაჭერით, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების ჯოჯოხეთში გაუშვას. თანამედროვე გერმანელებს ეს სურთ? ჩვენ ნამდვილად არა. მაგრამ, მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის!“, - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას და სსრკ-ის ხალხის გმირობის დავიწყებას.

რუსი დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის მიერ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დაასრულა ომი ევროპაში და გაათავისუფლა გერმანია ნაციზმისგან და შესაბამისად, შეუძლია უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად რაღაც გააკეთოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს