გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე  მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან - აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან - ქერჩის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით, შესაბამისი საგზაო ნიშნების გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: ხიზანიშვილის, შეშელიძისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გამოყენებით. ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას ფორე მოსულიშვილის ქუჩას გამოიყენებენ.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, შეზღუდულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეაბილიტაციო არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც. კერძოდ, ავტობუსები N304, N308, N323, N335, N351 და მიკროავტობუსები N512, N517 - ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ შეუხვევენ და ფორე მოსულიშვილის ქუჩით დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, შემდეგ კი, სვლას დადგენილი სქემით - გლდანის VIII მიკრორაიონისკენ განაგრძობენ. უკუ მიმართულებისას, მარშრუტები მეტრო „ახმეტელის თეატრის“ გავლით, კვლავ ფორე მოსულიშვილს ქუჩით ქერჩის ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

„ქერჩის ქუჩიდან მიმავალი ავტობუსები N292, N348, N355, N365, N373 და მიკროავტობუსები N518, N548, N486, N496 - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით მოხვდებიან, შემდეგ დაუკავშირდებიან ომარ ხიზანიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც სვლას ილია ვეკუას ქუჩაზე გააგრძელებენ და შემდეგ კვლავ ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხვდებიან. უკუ მიმართულებისას, ომარ ხიზანიშვილის ქუჩის გავლით ფორე მოსულიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და ქერჩის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ მგზავრთნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, N339 ავტობუსის ხაზს კიდევ რამდენიმე ერთეული ავტობუსი დაემატება და გადაადგილების ინტერვალი საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო