კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.

„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ პოლიციამ ურიბეს სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააკავა და ახლა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობას იძიებენ.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!