უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელი - კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება

კიევისგან ოფიციალურ პასუხს ველით, რომ ცხედრების გადმოცემა მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასთან რუსეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ზორინმა განაცხადა.

„რუსულმა მხარემ, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების დაცვით და ასევე სტამბოლში უკრაინულ მხარესთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რეპატრიაციისთვის მომზადებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვლის ზონაში გადაიტანა. ეს არის 1212 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, რომელთაგან ბევრი იდენტიფიცირებულია“, - განაცხადა ალექსანდრე ზორინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინას 6000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცეს.

„არსებობს სიგნალები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გადაიდება. რუსეთი სპეციალური არხის მეშვეობით ამის შესახებ შეტყობინებას ელოდება“, - აღნიშნა ზორინმა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს