თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მათი განსახლების თაობაზე გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

თვალჭრელიძის პირველ ნომერში მცხოვრები სოციალურად დაუცველები აღნიშნავენ, რომ მათ ჩაჰბარდათ უწყება იმის თაობაზე, რომ 10 ივნისამდე შენობა უნდა დაცალონ.

ისინი მათი გასახლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ცხოვრობენ, კერძო საკუთრებაა, თუმცა 2 წლის განმავლობაში მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ამასთან, მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მერია დაახლოებით 120 ოჯახს ალტერნატიულ საცხოვრებელს არ სთავაზობს. ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

„ვიცით, რომ 10 ივნისს გასახლების თაობაზე უნდა შემოვიდნენ. 41 წლის ვარ, არ მაქვს არც საცხოვრებელი ფართი, არც მოძრავი და უძრავი ქონება. წვრილი შვილის პატრონს მეუბნებიან, რომ გავიყვანო ბავშვები ქუჩაში და დავყარო, ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ. ადამიანი რომ გაგყავს ქუჩაში, საცხოვრებელი პირობები მაინც უნდა შესთავაზო. არც მთავრობიდან არ მოდის არავინ, რომ დაგველაპარაკოს. ყველა სტრუქტურაში გავგზავნეთ წერილი, მაგრამ უყურადღებოდ არიან. ვინმე ხომ არ უნდა მოკვდეს, ყურადღება რომ მოგვაქციონ?! სამლოცველოს წინაც კი დაგვიშალეს ლოცვის აღვლენა. როგორც ვიცით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ამდენი წელია არავინ გამოსულა კონტაქტზე. ამდენი წელი რომ შემოსულია ადამიანი, დროულად უნდა გააფრთხილო, არ უნდა მისცე იმედი, რომ აქ დავფუძნდი“, - აღნიშნავს ადგილობრივი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს