მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია - ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელსაც ინფორმაცია გაჰქონდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა.

როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული.

„მე პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა… მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი, ღვთივ დადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით…

ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაუყენდა ბრალი, ეს ყოველივე მოსმენილი იქნა და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში. ეს კაცი მაღალჩინოსანია და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან გაჰქონდა, თუმცა მე არაფერი დასამალი არ მაქვს… [მონაზონს] 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ან საჭმელში უნდა ჩაუყარო საწამლავი, ან მოგცემთ [რაღაცას], მოუსვამ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება.

ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად აქედან კუდამოძუებული გაიქცა. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი