გრიგოლ გეგელია - როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული - ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

ეს ხელისუფლება უსმენს მეუფეებს და ჩანაწერებს აკეთებს - ბევრი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ ცდილობდა და ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს,- ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა.

როგორც გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნული განცხადება იმსახურებს მაქსიმალურ ყურადღებას და დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.

„ეს არის შოკისმომგვრელი ცნობა, ძალიან მძიმე შინაარსის ცნობა, როდესაც მაღალი სასულიერო იერარქი აცხადებს, რომ მის მიმართ იგეგმებოდა შესაძლო ლიკვიდაციის აქტი. ეს იმსახურებს მაქსიმალურ ყურადღებას და დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.

გვახსოვს, ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით არაერთხელ დაესხა თავს მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს ხელისუფლება უსმენს მეუფეებს და ჩანაწერებს აკეთებს. გვახსოვს არაერთი საეჭვო საქმე, ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც კვლავ ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობაზე. ბევრი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ ცდილობდა და ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს. ეს საქმე უნდა იყოს მკაცრად გამოძიებული, სულ რომ არა პოლიტიკური და რელიგიური კონტექსტი, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მსგავსი აქტი იგეგმებოდა, გამოძიების საგანი უნდა იყოს. ასეთი ხელისუფლების პირობებში, რთულია რაიმეს ელოდო. ჩვენი მოწოდება უნდა იყოს ის, რომ საქმე გამოიძიონ“,- აღნიშნა გეგელიამ.

ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო