ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი, სულ მცირე, შეწყვიტოს - ჩვენ ამას ვგრძნობთ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ABC News-თან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ზელენსკი ინტერვიუში ამბობს, უკრაინას აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენი ოპერაცია „ობობას ქსელი“... მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] განრისხებულები არიან, მათ ყველაფერი ესმით - რომ თუ იქნება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 20 000 რაკეტის გაშვება, მაშინ ჩვენ საკუთარ ძალას დავეყრდნობით... ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ, თუ ეს ერთადერთი გამოსავალია.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. აშშ-ს სჭირდება ერთიანობა ევროპასთან და მაინც სჭირდება პუტინზე ზეწოლა. მას არ სურს ომის დასრულება, მაგრამ მას შეუძლია დაასრულოს ომი პარტნიორების ზეწოლით. ჩემი აზრით, ეს გვაძლევს შანსს. და ეს საერთოდ არ ჟღერს პესიმისტურად - მე ვსაუბრობ რეალობაზე“,- აცხადებს ზელენსკი.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი უნდა გახდეს, მაგრამ დღეს ბრძოლა გრძელდება.

„ისინი [ევროპელი ლიდერები] პრეზიდენტ ტრამპს მსოფლიოს - თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს, ლიდერად მიიჩნევენ და ამბობენ: „გთხოვთ, იყავით ლიდერი. თქვენ ხართ ლიდერი. შეაჩერეთ პუტინი და ჩვენ დაგეხმარებით, რადგან ევროპა ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამერიკა“. ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი უნდა გახდეს. მაგრამ დღეს ბრძოლა გრძელდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს