მედია - რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად იწვის ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიისთვის მუშაობს

რუსეთის ფედერაციის ჩუვაშის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში დრონით თავდასხმის შედეგად ქარხანა „ვნიირ-პროგრესში“ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩუვაშის ხელმძღვანელზე, ოლეგ ნიკოლაევზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასტრა“ იუწყება, რომ ქარხანა რუსული არმიისთვის „კომეტას“ სატელიტური სიგნალის მიმღებებს აწარმოებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონებს უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან იცავს.

„“ვნიირის“ ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის გამოც თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება წარმოების დროებით შეჩერების შესახებ. კიდევ ერთი დრონი ჩებოქსარისა და კრასნოარმეისკის მუნიციპალური ოლქების მინდვრებში ჩამოვარდა - ადამიანებს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლაევმა.

მისი მტკიცებით, დრონებით თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს