GCCA-იმ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის გამოყენების ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის (Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, GCCA-ის მიერ აღნიშნული ვებ-გვერდის დეტალური შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს კანონით განსაზღვრული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის, რაც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელს, რომელმაც განცხადებით მიმართა სააგენტოს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრეს ეკრძალება მისი უფლებების განხორციელება და მოგების მიღება მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკითხის შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილდა მოვაჭრის მხრიდან გამოყენებულ შემდეგ მანიპულაციურ სავაჭრო ტაქტიკებზე(Dark Pattern), ქმედებებზე: მოჩვენებითად, დროის მცირე მონაკვეთში - ყალბ უკუმთვლელზე; საქონლის მარაგების შესახებ არასწორ, შეზღუდულ რაოდენობაზე - მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება; მომხმარებელთა შეფასების უზუსტობაზე, ნამდვილობაზე და საქონელზე მცდარი დასახელების მითითებაზე. კერძოდ, მოვაჭრე იყენებდა bosch-სასაქონლო ნიშანსა და ამავე საწარმოს პროდუქციის ამსახველ ფოტო-სურათებს, რეალურად კი - მომხმარებელმა Maxbosch-ის საქონელი მიიღო.

GCCA-ის შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციური ტექნიკის გამოყენება მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და რაციონალური, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს