თინა ბოკუჩავა - მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივ არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება - არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს

მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება - არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი იყოს - დიდი იმედი მაქვს, ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები მასთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ!- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „თავის და ხალხის მიტყუება“.

„მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავის და ხალხის მიტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ! ძალიან დიდი მადლობა, ყველას გუშინ გამოთქმული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თქვენგანის სიტყვა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს