ბადრი ჯაფარიძე - თუკი შეიძლება სასამართლოში გვატარონ იმის გამო, რომ ვითომ გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი? - თეა წულუკიანი უნდა დაიკითხოს!

თუკი შეიძლება სასამართლოში გვატარონ იმის გამო, რომ ვითომ გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომელიც იგივე სასამართლოში არ უნდა მოვიდეს?! - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანი სასამართლოს მიერ უნდა დაიკითხოს.

„რა თქმა უნდა, თეა წულუკიანი უნდა დაიკითხოს. ეს ნიშნავს სრულიად იგნორირებას იგივე პროკურორების მხრიდან. ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ხო? - თუკი შეიძლება ჩვენ სასამართლოში გვატარონ იმის გამო, რომ ვითომ გაუგებარი კომისიის მიწვევაზე არ მივედით, რით არის პრივილეგირებული თეა წულუკიანი, რომელიც იგივე სასამართლოში არ უნდა მოვიდეს?! ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ „ქართულ ოცნებას” სასამართლოში სიარული მოწმეებად არ ეკადრება, ხოლო ოპოზიცია ასე უნდა ატარონ და ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა მიმდინარეობდეს”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია