გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთში დრონების ნაწილების მწარმოებელ ქარხანას და სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, 9 ივნისის ღამეს რუსულ სააქციო საზოგადოება „ზნიირ-პროგრესს“ დაარტყეს, ეს საწარმო „შაჰედებისთვის“ ნაწილებს აწარმოებს და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დარტყმა განხორციელდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე, სადაც „შაჰედების“ ანტენები იწარმოებოდა. დადასტურდა, რომ ობიექტს მინიმუმ ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს და შემდგომში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დარტყმის შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი განმარტებით, თავდასხმა განხორციელდა „მტრის საჰაერო თავდასხმის იარაღის წარმოების უნარის შემცირების“ ფარგლებში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა 9 ივნისის ღამეს, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ აეროდრომზე იერიში მიიტანეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ აეროდრომს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის იყენებს. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად ფრინდებიან „მიგ-31კ“ ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ აერობალისტური რაკეტები გადააქვთ.

„წინასწარი ინფორმაციით, მტრის ორ თვითმფრინავს დაარტყეს (სავარაუდოდ „მიგ-31“-ს და „სუ-30/34“-ს). საბრძოლო მოქმედებების შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს