ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან

„იბრძოლე სანამ გვიანი არ არის“, - ამ ლოზუნგით, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან. სასამართლოში დღეს, მზია ამაღლობელის ორ საქმეზე, სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორეჯერ სამართლდება. რეჟიმში ვცხოვრობთ. ეს ხდება რუსეთში, სადაც სტიკერის გაკვრისთვის ადამიანებს აკავებენ. ამ და სხვა ფორმებით ცდილობენ, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაქრობას“, - აცხადებენ შეკრებილები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესები გაიმართება.

ცნობისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციის მსვლელობისას სტიკერის გაკვრის ფაქტს უკავშირდება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს