ესტონეთის პრეზიდენტი - დარწმუნებულები ვართ, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება

უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას იმედი არ უნდა გაუცრუვდეს იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური ნება ალიანსის ყველა მოკავშირეს არ აქვს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ - ნატო-ს წევრები და მოკავშირეები“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს