ბექა ლილუაშვილი - თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას

თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება - აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ, ეს „სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება“.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, გაგვიხარდება. ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს