თბილისთან ახლოს, საგურამოს მიმდებარედ 35 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება მასშტაბური პროექტი სააგარაკე დასახლების სახით, რომელიც მობინადრეებს კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს.
პროექტ „შინვუდის“ ტერიტორია დაყოფილია 289 საცხოვრებელ მიწის ნაკვეთად, რომლის 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ამჟამად დაწყებულია მე-4 სექტორის გაყიდვები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მიწების შეძენა 500-1300 კვ.მ.-მდე. „შინვუდში“ 1 კვ.მ-ის ფასი 69$-დან იწყება. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მომხმარებელთა უმრავლესობა „შინვუდში“ მიწის ნაკვეთებს საკუთარი სახლის ასაშენებლად ყიდულობს, თუმცა მზარდი ფასებიდან გამომდინარე მყიდველების მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო მიზნობრიობაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებიდან (2022 წლის მაისი) დღემდე მიწის საშუალო ფასმა 2.5-ჯერ მოიმატა. აქტივობა განსაკუთრებით მაღალია გაზაფხული-ზაფხულის სეზონებზე. მოსალოდნელია, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთების ფასი კიდევ გაიზრდება.
დასახლებაში მოწყობილია ყველა ტიპის კომუნიკაცია: წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. აღსანიშნავია, რომ ყველა კომუნიკაციის ქსელი მიწის ქვეშ არის გაყვანილი, რაც დასახლებას თავის ბუნებრივ ესთეტიკას უნარჩუნებს. ასევე დასრულებულია შიდა გზების მოწყობა ინერტული მასალით. 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია გზების საბოლოო საფარის დაგება, სარეკრეაციო სივრცეებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა. მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობასა და დაცვას.
თითეული მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ღობით და დამონტაჟებულია ჭიშკარი. პროექტის ფილოსოფია ეფუძნება გარემოსდაცვით პრინციპებს, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობისას ნარჩუნდება ტყის ბუნებრივი საფარი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით რეკრეაციულ სივრცეში გათვალისწინებულია 20-მდე სხვადასხვა სახეობის 300-ზე მეტი ხე-მცენარის დარგვა.
სააგარაკე დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 820-870 მეტრზე და აქ თბილისთან შედარებით საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში 3-4 გრადუსით ნაკლებია. „შინვუდიდან“ შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება ტყესა და კავკასიონზე.
დასახლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა ქაოსურ მშენებლობას გამორიცხავს. „შინვუდში“ მიწის ნაკვეთების მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანიის მიერ დამუშავებული სახლის პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე საკუთარი პროექტით მშენებლობას გადაწყვეტს, ის შეთანხმებული უნდა იყოს „შინვუდის“ არქიტექტორებთან, რათა დასახლების საერთო იერსახე და სტილი არ დაირღვეს.
„შინვუდის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიწის ნაკვეთის შესარჩევად ან კომპანიის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად მიჰყევით ბმულს.
(R)
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"