პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები კი ვერ დაკომპლექტდა

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა - პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, გარდა სამი ქვეყნის: - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფისა.

პარლამენტის დადგენილებით, აღნიშნული სამი ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, დეპუტატებმა მასში შესვლა არ ისურვეს და ამის გამო ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ“.

„იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას დაუბრუნდება. ეს შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები დაკომპლექტდეს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შექმნილიყო, მაგრამ დაკომპლექტებული არ არის.

მანამ სანამ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა ექნება, რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ყოფნას ისურვებენ.

ამიტომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს მოვუწოდებთ, მეგობრობის ფორმატს დაუბრუნდნენ და ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებზე უარი თქვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია