ადვოკატი - ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ საბა სხვიტარიძეს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კონკრეტული პირები პოლიციელები იყვნენ - ეს ობიექტური მოსაზრება შექმნილი იყო მათი ჩაცმულობით, ქცევით, მეტყველებით

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ საბა სხვიტარიძეს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ის კონკრეტული პირები პოლიციელები იყვნენ.

როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სასტუმრო “ქორთიართ მარიოტში” მიმდინარე შეხვედრაზე, მათ შეიტანეს ამბავი, რომ გარეთ ე.წ. ტიტუშკები იყვნენ.

“დღეს, სასამართლოში დაიკითხა ორი მოწმე: მირანდა ბაღათურია და გიორგი ბუტიკაშვილი. ორივე მოწმემ დეტალურად განმარტა შემთხვევის ადგილზე, რა ხდებოდა, როგორი გარემოება იყო შექმნილი. ის, რომ შორს, 100 მეტრის მოშორებით ასობით პოლიციელი მობილიზებული იყო და ისინი არ ერეოდნენ ე.წ. ტიტუშკების თავდასხმის ნაწილში. შესაბამისად, მათი რეაგირება დაგვიანებული იყო, კერძოდ, გაშველების ნაწილში, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ე.წ. მოძალადე ჯგუფებს. სწორედ, იმიტომ, რომ მათ პირველად განახორციელეს თავდასხმა იქ მყოფ ქალბატონებზე.

მოწმეებმა აღწერეს, რომ მათ საბა სხვიტარიძესთან კონტაქტი ჰქონდათ და საბა სხვიტარიძე ამბობდა, რომ “როგორ გაბედეს ე.წ. ტიტუშკებმა იმ პირობებში, როდესაც გარშემო პოლიციელები იყვნენ, რომ თავს დაგვსხმოდნენ და ჩვენთვის ფიზიკური ზიანი მოეყენებინათ და ამ პირობებში პოლიცია რატომ არ ჩაერია და სიტუაცია რატომ არ განმუხტა”. ეს რას ნიშნავს? - ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე და ინციდენტის შემდეგ საბა სხვიტარიძეს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ეს კონკრეტული პირები პოლიციელები იყვნენ. ეს ყველაფერი დაფუძნებული იყო ობიექტურ მოსაზრებაზე. ეს ობიექტური მოსაზრება შექმნილი იყო მათი ჩაცმულობით, ქცევით, მეტყველებით, დასმულ შეკითხვებზე, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ და ისინი მოქალაქეების მიმართ აგრესიულები იყვნენ. მათ შორის, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ შეხვედრაზე მათ შეიტანეს ამბავი, რომ გარეთ ე.წ. ტიტუშკები იყვნენ.

ისინი მალავდნენ სახეებს, მათ შორის მირიან ქავთარაძის ჩვენება გვაქვს, რომელიც ამბობს, რომ “ქუდს უკან იმიტომ ვიფარებდი, რომ არ გამოვმჟღავნებულიყავიო”, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ის მალავდა იდენტობას, წარმომავლობას”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას