პეტერ ფიშერი ანტიკორუფციულ ბიუროში შეხვედრაზე - როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე, FARA-ს კანონი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და სხვა საკითხები განიხილეს.

„დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას - რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან“, - წერს ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისივე თქმით, ისაუბრეს ევროკავშირზე, „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე და სხვა საკითხებზე.

„ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო შორს არის კურსიდან”, - წერს ელჩი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს