ადვოკატი - უტიფრობაა და მეტი არაფერი, როცა კადრს დაგიდებენ, სადაც ჰაერში ქვის სროლა ჩანს და გეუბნებიან, რომ პოლიციელების მიმართულებით მოხდა გასროლა

უტიფრობაა და მეტი არაფერი, როცა კადრს დაგიდებენ, სადაც ჰაერში ქვის სროლა ჩანს და გეუბნებიან, პოლიციელების მიმართულებით მოხდა გასროლაო - ვრცელ ვიდეოში გამოჩნდებოდა მომენტები, როცა სპეცრაზმელები მომიტინგეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შესაბამისად, ვიდეოს დაჭრა გადაწყვიტეს, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ინსაფ ალიევის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესზე მოსულმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო დამონტაჟებული და დაჭრილი იყო, ასევე დაადასტურა, რომ ვიდეოზე თარიღი და დრო მითითებული არ არის.

„პოლიციელი იძახის, რომ გასროლა ხდება პოლიციის მიმართულებით, თუმცა გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჰაერში ისვრის ქვებს. უტიფრობაა და მეტი არაფერი, როცა კადრს დაგიდებენ, სადაც ჰაერში ქვის სროლა ჩანს და როცა ეუბნები, რომ ან ტრაექტორია, ან მიმართულება გითხრას, გეუბნება, რომ „პოლიციელების მიმართულებითო“, როდესაც კადრებში პოლიციელები არ ჩანან. ერთია, როცა სიტყვებით გატყუებენ, მაგრამ მეორეა, როდესაც ამას ვიდეოთი განახებენ, თან თავისი მოტანილი ვიდეოა და თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ვიდეოზე არ არის თარიღი და დრო. პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ეს მონაცემები მითითებული იყო, მაგრამ დადასტურდა რომ ვიდეოზე არანაირი თარიღი არ არსებობდა. ასევე, სხვა ბრალდებულების მიმართაც გამოიკვეთა, რომ მათ წინააღმდეგ დამონტაჟებული და დაჭრილი ვიდეოები აქვთ, რაზეც პოლიციელმა განმარტა, რომ ვიდეოები დამონტაჟებული და დაჭრილი იყო.

ჩვენ არაერთი ვიდეო ვიხილეთ, როდესაც სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის მხრიდან ძალადობა ხდებოდა. როდესაც ვიდეოში რაიმე დანაშაულებრივი ქმედებაა ამას მოიტან, მაგრამ, როცა ვიდეოში ჩანს ისეთი რამ, რომ მისი გამოჩენაც არ გინდა.... ვიდეოში, რომ ჩანდეს ამ ბიჭების დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა, ამას არ დამალავდნენ. ვრცელ ვიდეოში გამოჩნდებოდა მომენტები, როცა სპეცრაზმელები მომიტინგეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შესაბამისად, ვიდეოს დაჭრა გადაწყვიტეს“,- განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, კერძოდ პროცესზე ჯამში 4 მოწმე პოლიციელი გამოიკითხა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას