უკრაინაში ისრაელის ელჩი - ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა

ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა, - ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა.

„არსებობს სისტემა, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის ცნობილი, Patriot-ის სისტემა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში გადაგვარჩინა, როდესაც სპარსეთის ყურეში პირველი ომი იყო. მაშინ ჩვენ აშშ-სგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინისთვის გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი თქმულა. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა.

ამასთან, ბროდსკის თქმით, ისრაელს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვს.

„ჩვენ ამ კავშირებს ათწლეულების განმავლობაში ვაშენებდით. ეს დროს მოითხოვს. ეს მოითხოვს იმას, რომ აშშ-სთვის სასარგებლო იყო“, - აღნიშნა ბროდსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს