ლაშა ფარულავა - არა მხოლოდ რუსული რეჟიმია, არამედ კადიროვის მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, ბანდფორმირებები უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, მათ ოჯახებში შედიან, დაიწყეს ღია ტერორი

ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება თინა ბოკუჩავას პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, ჩვენი პარტიის რეგიონული ლიდერების დარწმუნებას, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებაზე საუბრისას.

ლაშა ფარულავას თქმით, ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ბანდფორმირებები, რომლებიც უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს.

„პარტია არ გაჩერებულა, თინას ჰქონდა შეხვედრები აბსოლუტურად ყველა ქალაქში, რეგიონში, შეხვდა საკრებულოს წევრებს. ყველაზე მეტად თუ ვინმეს სჭირდება თვითმმართველობის არჩევნები ჩვენ გვჭირდება, მაგრამ ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნები, როგორც მოვლენა, გააუქმა. ეს ტერორი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, მის აქტიურობას, რეგიონებში სიარულს, დარწმუნებას ჩვენი პარტიის რეგიონული ლიდერების, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ეს სწორედ მის პოლიტიკურ პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. ჩვენ შევედით ბრძოლის იმ სპირალში, როცა ასეთი ტერორი აღარ გვიკვირს, გამოძიებაზე ლაპარაკი აღარ არის, ჩვენ ვხედავთ არალეგიტიმური პარლამენტის წევრების განცხადებებს, რომელიც ადამიანობაშიც აღარ ჯდება.

ფაქტობრივად არა მხოლოდ რუსული რეჟიმია, არამედ კადიროვის მეთოდებს იყენებს ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი სივრციდან გასულია, აღარც კონსტიტუცია, აღარც სასამართლო, აღარც თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს, აბსოლუტურად ყველგან არის ივანიშვილის ინტერესი. ერთმა ადამიანმა შეძლო ის, რომ ბანდფორმირებები ჩამოაყალიბა ქვეყანაში. ეს ბანდფორმირებები უკვე პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, პოლიტიკოსების ოჯახებში შედიან და დაიწყეს ღია ტერორი. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ვნახეთ ლევან ხაბეიშვილს როგორ გაუსწორდა ხარებას რაზმი, ვინმე დაისაჯა? არავინ. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში დაასისხლიანეს და სცემეს, ვინმე არის დასჯილი? არავინ არ არის დასჯილი. ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს, რომ ხვალ აუცილებლად დასრულდება ეს რეჟიმი, მათ მოუწევთ პასუხისგება, მოუწევთ იმ სპირალის გავლა, ოღონდ თავისუფალ სასამართლოში და შერცხვებათ, თავიანთი შვილების შერცხვებათ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველას უფლება დაცული და გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა